LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჯანდაცვის სამინისტრო მკვლელია! – ათასობით პაციენტი მკურნალობის გარეშეა დარჩენილი”

115

ჯანდაცვის სამინისტრო მკვლელია! – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე წერს.

ეკონომიკის ექსპერტი თბილისში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევაზე ამახბ, (ორთაჭალაში ახალგაზრდა ქალმა საკუთარი დედა მოკლა) და ამბობს, რომ ოთხმილიონიან ქვეყანაში იმაზე მეტი უბედური შემთხვევა ხდება, ვიდრე მასზე მრავალრიცხოვან ქვეყნებში. 

ეს კი რომან გოცირიძის აზრით იმის ბრალია, რომ ეს სფერო არ ფინანსდება და ათასობით პაციენტი მკურნალობის გარეშეა დარჩენილი.

“თვე არ გავა, ფსიქიურად დაავადებულმა ადამიანმა რაიმე დანაშაული არ ჩაიდინოს ან საკუთარ თავს არ მიაყენოს ზიანი. გუშინ ახალგაზრდა ქალმა კვლავ მოკლა მშობელი. ათასობით პაციენტი არის დარჩენილი მკურნალობის გარეშე.

ფსიქიატრიის სფეროს დაფინანსება კატასტროფულ მდგომარეობაშია. წელიწადში მხოლოდ 16 მილიონი ლარი იხარჯება ყველაფერზე, რაც კი ფსიქიატრიას ეხება-საავადმყოფოებით დაწყებული, პოლიკლინიკებით დამთავრებული. ეს ფული დასავლეთში ერთ ფსიქიატრიულ კლინიკასაც კი არ ეყოფოდა.

მაშინ, როცა ჯანდაცვის ბიუჯეტმა მილიარდ ლარს მიაღწია, წლებია ფსიქიატრიას დაფინანსება არ ეზრდება. პირიქით, ლარის გაუფასურებისა და მედიკამენტებზე ფასების ზრდის გამო, რეალურ გამოხატულებაში დაფინანსება მნიშვნელოვნად შეუმცირდათ.

ყველაზე დაუცველ ადამიანებს ყველაზე სასტიკად და უსინდისოდ ექცევიან.

გასარეკია მთელი სამინისტროს უფროსობა!”,– წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები