LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია პანდემიის წარმოშობას იკვლევს: ექსპერტთა ჯგუფი ჩინეთში 14 იანვარს ჩავა

108
FORTUNA.GE-

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებისგან დაკომპლექტებული ჯგუფი, რომელიც პანდემიის წარმოშობას იკვლევს, 14 იანვარს ჩინეთში ჩავა.

The Guardian-ის ინფორმაციით, ჩინეთი თანახმაა, მკვლევარები მიიღოს. ამის შესახებ, ქვეყნის ჯანმრთელობის ეროვნულმა კომისიამ ცოტა ხნის წინ განაცხადა.

როგორც ცნობილია, WHO-ს ექსპერტთა ჯგუფი თვის დასაწყისში აპირებდა ჩინეთში ჩასვლას, თუმცა პროცესი შეფერხდა, რადგან პეკინის გადაწყვეტილებით, მათ ქვეყანაში შესვლის უფლება არ მისცეს.

“კოვიდ-19-ის პანდემიამ დაგვანახა, თუ რა დამანგრეველი გავლენა შეიძლება იქონიოს მან განვითარებულ საზოგადოებებზე.

პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის გასაგრძელებლად, აუცილებელია იმის გაგება, თუ როგორ დაიწყო ვირუსის გავრცელება. ეს ასევე საჭიროა მომავალში, სხვა ვირუსების თავიდან ასაცილებლად.” – აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები