LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე: სოციალური მომსახურების სააგენტოს 67-ვე ტერიტორიულ ერთეულში სერვისების მიწოდება შეუფერხებლად ხორციელდება

95
თამარ ბარკალაია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ ბარკალაიას განცხადებით, 400-მდე თანამშრომლის გაფიცვის მიუხედავად, სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებში მოქალაქეთა განცხადებების მიღება გრძელდება.

მისი თქმით, სააგენტოში სულ 1 000-ზე მეტი თანამშრომელია და გაფიცულებთან მოლაპარაკების დროს მოქალაქეებისთვის სერვისების მიწოდებას არა გაფიცული თანამშრომლები უზრუნველყოფენ.

„ჩვენი მთავარი ამოცანა და მიზანი არის, რომ ჩვენს მოქალაქეებს სოციალური სერვისები არ შეუწყდეთ, რომელიც მათთვის მნიშვნელოვანია. ამის გარანტია ჩვენ დღეს გვაქვს. გვქონდა ძალიან მოკლევადიანი წყვეტა თბილისის ტერიტორიულ ერთეულებში, რომელიც აღდგა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ 67-ვე ტერიტორიულ ერთეულში განცხადებების მიღება, უკვე ხდება.

ჩვენი ტერიტორიული ერთეულების მიზანი არის, რომ პენსიონერები, სოციალურად დაუცველების განცხადებები იქნას მიღებული, რომელიც მერე უკვე დამუშავებას ექვემდებარება შესაბამისად ოფისებში. ამ განცხადებების მიღება არ შეწყვეტილა და არ შეწყდება, ჩვენ ვიზრუნეთ იმაზე, რომ ამ მოლაპარაკებების პროცესში ჩვენი მოქალაქეების სერვისები, ანუ მათ განცხადებით მომართვის შესაძლებლობა ჰქონოდათ“, — განაცხადა ბარკალაიამ.

მისი თქმით, სააგენტოს ცენტრები ფუნქციონირებას, როგორც თბილისში, ისე რეგიონებში ხვალ, დილის 9 საათიდან ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ.

თამარ ბარკალაიას თქმით, სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებს, 730 პირს ხელფასი 40%-დან 60%-მდე ეზრდებათ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, სოციალური მომსახურების სააგენტოს განვითარების და გაძლიერების პროცესში ეს პირველი ეტაპია, შემდგომი ეტაპი არის ფინანსური და რესურსული გაძლიერება.

„რაც შეეხება სოციალური აგენტების მოთხოვნებზე ჩვენს რეაგირებას, ხელფასებთან და შრომის პირობების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, უკვე რამდენიმე თვეა აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ამ საკითხზე. წინა კვირაში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება შრომის ანაზღაურების მატებასთან დაკავშირებით.

სოციალურ აგენტებს და სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებს ხელფასები თებერვლიდან ეზრდებათ. ეს არის ის სახელფასო ბადე, რომელიც შესაბამისობაში მოდის, როგორც ჩვენი სხვა სსიპების თანამშრომელთა ანაზღაურებასთან, ასევე დღეს არსებულ ბაზარზე მსგავსი კვალიფიკაციისა და ფუნქციის მქონე დასაქმებულთა ანაზღაურებასთან.

სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებს – 730 პირს (დაბალი და საშუალო რგოლის თანამშრომლები, სპეციალისტები, უფროსი და მთავარი სპეციალისტები) ხელფასი 40%-დან 60%-მდე ეზრდებათ. რაც შეეხება სოციალურ აგენტებს, ისინი პროგრამის ფარგლებში დასაქმებული თანამშრომლები არიან, რომლებიც კონკრეტულ მიზანს ემსახურებიან – აფასებენ სოციალურად დაუცველ ოჯახებს მათი მოწყვლადობის დადგენის მიზნით, ეს არის სოციალური აგენტების ფუნქცია.

მათი დატვირთვიდან გამომდინარე, ეს ხელფასი ადეკვატურია – ჯანდაცვის მინისტრი გაფიცულ სოცაგენტებზე

მათი ხელფასი ორ ნაწილადაა დაყოფილი – ერთია ფიქსირებული და მეორე გამომუშავებით ანაზღაურება. სოციალური აგენტისთვის ფიქსირებული ნაწილი 250 ლარია, უფროსი სოციალური აგენტისთვის კი – 550 ლარი. ასევე გამომუშავებით ანაზღაურება თითოეულ დეკლარაციაზე 6 ლარია.

მოგეხსენებათ, რომ პანდემიის პერიოდში მორატორიუმია გამოცხადებული, შესაბამისად, სოციალური აგენტები მხოლოდ ფიქსირებულ ხელფასს იღებენ, რადგან ისინი ამ პერიოდის განმავლობაში არ მუშაობენ და მათი საჭიროება არ არის.

მატება ორივე კომპონენტს ეხება. ფიქსირებული ანაზღაურება 250-დან 400 ლარამდე და უფროსი სოციალური აგენტისთვის – 550-დან 700 ლარამდე გაიზრდება. რაც შეეხება გამომუშავებას, ერთი დეკლარაციის შევსება 6 ლარიდან 10 ლარამდე გაიზრდება.

სოციალური მომსახურების სააგენტოს განვითარების და გაძლიერების პროცესში ეს არის პირველი ეტაპი, შემდგომი ეტაპი არის არის ფინანსური და რესურსული გაძლიერება, ასევე აღსანიშნავია, რომ მუშაობა უვე დაწყებულია შეფასების მეთოდოლოგიაში ცვლილების კუთხითაც. ამ ეტაპზე, ის ანაზღაურება, რაც შეთავაზებულია, ვფიქრობთ, ადეკვატურია.

ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს თანამშრომლებთან კომუნიკაციას, რომ კონსენსუსს მივაღწიოთ. ჩვენი თვითმიზანი არ არის დაპირისპირების რეჟიმში ჩვენივე თანამშრომლებთან ყოფნა. ჩვენი საერთო თვითმიზანი უნდა გახდეს ის, რომ მოქალაქეებს არ შეუწყდეთ სერვისები, ამის გარანტი ხდება სააგენტო.

პროცესში ჩაერთვებიან სხვა თანამშრომლები, რომლებიც არ არიან გაფიცვის რეჟიმში. ასევე მოვაბილიზებთ დამატებით რესურსსაც, რომ ჩვენი მოქალაქეების განცხადებები მიუღებელი არ დარჩეს. ვფიქრობთ, დღეს თანამშრომლებსა და მენეჯმენტს შორის მოლაპარაკების რესურსი არსებობს და ჩვენ ამ რესურსს აუცილებლად გამოვიყენებთ“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამილა ბარკალაიამ.

შეგახსენებთ, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და ხელფასების ზრდის მოთხოვნით გაიფიცნენ.

ამის შემდეგ, გუშინ, სოციალური მომსახურების სააგენტომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ სოციალური აგენტების და სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლების შრომის ანაზღაურება თებერვლიდან გაიზრდება. 

დღეს კი, სოციალური სააგენტოს გაფიცულმა თანამშრომლებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან აპროტესტო აქცია გამართეს “ტრანსპარანტებით” – არ შევეგუებით 2007 წლის ხელფასებს 2022 წელს”.

როგორც პროფკავშირში აცხადებენ, გაფიცვამდე მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა და სოციალური მომსახურების სააგენტომ და სამინისტრომ სოციალურ სააგენტოში დასაქმებულთა მოთხოვნები არ დააკმაყოფილეს.

დავით ომსარაშვილი: “სამწუხაროდ, ჯანდაცვის სამინისტროსა და სააგენტოს წარმომადგენლები არ უსმენდნენ ამ ადამიანებს…სოციალური აგენტების გარკვეული ნაწილი თავად გახდა სოციალურად დაუცველი”

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები