LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საკუთარ ვაქცინას ექიმებს ვუთმობთ: ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ის პრობლემას ვერ ხედავს იმაში, რომ აცრა საჯაროდ არ გაიკეთა

82
ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ის, რომ მან “ასტრაზენეკას” ვაქცინა საჯაროდ არ გაიკეთა, არ უკავშირდება იმ ფაქტს, რომ აღნიშნული ვაქცინა ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში  დროებით შეჩერდა. 

ტიკარაძემ ეს განცხადება ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან საუბრისას განაცხადა და თქვა, რომ ის ამაში პრობლემას ვერ ხედავს.

“არა, ეს არ არის მიზეზი, რატომაც არ გავიკეთე ვაქცინა, თუმცა, პრობლემას ვერ ვხედავ, თუ საზოგადობაში  ეს ფაქტი კითხვებს ბადებს, რომ უახლოეს პერიოდში გავიკეთო აცრა. მომავალშიც შემოვა საქართველოში ვაქცინები, მაგალითად, ჩინური ვაქცინა, რომელთანაც შეიძლება არსებობდეს კითხვები და რომელიც ჯანდაცვის მინისტრმა ან სხვა საჯარო მოხელემ უნდა საჯაროდ გაიკეთოს. აცრები უნდა იყოს დაცული და არ შეიძლება მათი არევა, აქედან გამომდინარე, ჩემთვის ესეც ძალიან საინტერესოა,”- განაცხადა “დღის კურიერში” ტიკარაძემ.

მისი თქმით, სამედიცინო პერსონალის სიმცირე ვაქცინაციის პირველ დღეს ანტივაქსერულ კამპანიას უკავშირდება.

„ეს პროცესი რთული რომ იქნებოდა, გათვიცნობიერებული გვქონდა. დარწმუნებული ვარ, რომ ეტაპობრივად ვაქცინის მიმართ სანდოობა უფრო გაიზრდება. ჩვენი ექიმების ჯგუფიც, რომლებიც წინა ხაზზე იმყოფებიან, პრიორიტეტია და ამიტომ საკუთარ ვაქცინას ვუთმობთ ექიმებს, ვცრით პირველად მათ. დარწმუნებული ვარ, საქართველო იქნება ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანა, სადაც ეს პროცესი სწორად და შეუფერხებლად წარიმართება “, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები