LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანდაცვის მინისტრი: კახეთში ორი ფსიქიატრიული აშენდება

136
6464dd8a19f3e

ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა პარლამენტში, „მინისტრის საათის” ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ბედიანში, 3-4 თვეში 4 მცირე ზომის ფსიქიატრიული დაწესებულება იქნება.

მისი განმარტებით, დაწყებულია არსებული ფსიქიატრიული სერვისის მიმწოდებლების აღწერა. აქედან გამომდინარე, როგორც მინისტრი აღნიშნავს ქვეყნის მასშტაბით არსებული 1500 საწოლფონდი გაორმაგდება.

ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ბედიანში 3-4 თვეში იქნება 4 მცირე ზომის ფსიქიატრიული დაწესებულება და ბენეფიციარები უკვე იქ გადანაწილდებიან.

მინისტრის თქმით, მიმდინარე წელს, კახეთში, 2 ფსიქიატრიული დაწესებულება აშენდება.

„კახეთში ორი ფსიქიატრიული დაწესებულების პროექტი იყო ჩინელებთან ერთად. სამწუხაროდ, 2019-21 წლებში კოვიდთან დაკავშირებული პრობლემების გამო, მათთან აქტიური კომუნიკაცია არ იყო. მიმდინარე წელს ისევ განვაახლეთ კომუნიკაცია და ის პროექტი, რაც იყო მათთან ერთად შესრულდება და კახეთში ორი ფსიქიატრიული აშენდება”,- განაცხადა აზარაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები