LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანდაცვის მინისტრი: ახლა გავდივართ „ომიკრონის“ პიკს, ჩვენი ვარაუდით, ამ პიკს რამდენიმე დღეში გადავივლით და მერე იქნება შემთხვევების კლება

153
ზურაბ აზარაშვილი

ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, „ომიკრონის“ პიკს ქვეყანა რამდენიმე დღეში გადაივლის და შემდეგ შემთხვევები დაიკლებს. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა.

„საწოლფონდი ნამდვილად თავისუფალი გვაქვს. დაახლოებით, 6 ათას საწოლამდეა ათვისებული. 8 ათასზე მეტი საწოლი მობილიზებული გვაქვს. ამ მხრივ პრობლემები არ გვაქვს. ახლა გავდივართ „ომიკრონის“ პიკს და ჩვენი ვარაუდით და დიდი ალბათობით, ამ პიკს რამდენიმე დღეში გადავივლით, მერე იქნება შემთხვევების კლება.

რაც შეეხება ოჯახის ექიმებს, მათ დაკავშირებას და უკუკავშირს, ოჯახის ექიმები მაქსიმალურად მობილიზებულები არიან, 2500 -ზე მეტი ოჯახის ექიმია ჩართული და ისინი ცდილობენ განაწილებების მიხედვით პაციენტებს დაუკავშირდნენ და უკუკავშირი ჰქონდეთ. რადგანაც აქტიური 200 ათასზე მეტი შემთხვევა გვაქვს, იქაც პრიორიტეტულად უკავშირდებიან მათ, ვისაც განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება.

აქედან გამომდინარე, შეიძლება ყველა პაციენტს იმ ძველი მოცემულობით ყოველ მეორე დღეს რომ უკავშირდებოდნენ, ახლა ვერ დაუკავშირდნენ,“- განაცხადა აზარაშვილმა.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში დაინფიცირდა 4 028 ადამიანი და გარდაიცვალა 21 პაციენტი.

ამავე თემაზე ვრცლად წაიკითხავთ:

გამყრელიძე: არსებობს კვლევა, რომ „ომიკრონის“ გადატანის შემდეგ იმუნიტეტი დიდხანს არ რჩება

“საფრთხე ისევ არის…არსებობს რისკი, რომ აუცრელ ადამიანებში დაავადება მძიმედ წავიდეს” – პაატა იმნაძე

ღარიბაშვილი: უახლოეს რამდენიმე კვირაში თურქეთიდან იაფი მედიკამენტები შემოვა, გამოსავალი მარტივად ვიპოვეთ

ღარიბაშვილი: “ომიკრონის” შემთხვევაში უმეტესად ვაქცინა არ მუშაობს – მე ვარ მაგალითი

“პრემიერი ანტივაქსერი არ არის” – ჯანდაცვის მინისტრი ღარიბაშვილს იცავს

მავნებლობა, ცოდნის ნაკლებობა და ანტივაქსერების წახალისება – ვინ როგორ აფასებს პრემიერის განცხადებას ვაქცინებზე