LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანდაცვის მინისტრი აფთიაქებს „ტამიფლუზე“ ფასის დაწევისკენ მოუწოდებს

სერგეეეენკოოოოოო

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ფარმაკოლოგიურ კომპანიებს მოუწოდებს, გამოიჩინონ პასუხისმგებლობა და შეძლებისდაგვარად ანტივირუსული პრეპარატის “ტამიფლუს” ფასი დაწიონ. მინისტრი ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, კომპანიებს ამის საშუალება აქვთ.

“მე არ მაქვს შესყიდვის ფასის გაჟღერების უფლება, თუმცა მექნება ასეთი, თუ შეიძლება მიმართვა, ფარმაკოლოგიური კომპანიებისადმი, რომლებიც დისტრიბუციას აკეთებენ ამ პრეპარატებისას: განიხილონ შესაძლებლობა გაზრდილი ავადობის პერიოდში და გამოიჩინონ სოციალური, კორპორატიული პასუხისმგებლობის მზაობა და შეძლებისდაგვარად დაწიონ ფასები ამ კონკრეტულ პრეპარატზე, ჩემი შეხედულებით ამისი რეზერვი და რესურსი მათ აქვთ,” – განაცხადა დავით სერგეენკომ.

დღეს ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციამ განცხადება გაავრცელა. მათი თქმით, გარკვეული ჯგუფები ცდილობენ, ბოროტად გამოიყენონ შექმნილი გარემოება და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანით შელახონ ფარმაცევტული კომპანიების რეპუტაცია, თითქოსდა აფთიაქები „ტამიფლუს“ რეალიზაციით ზემოგებას იღებენ.

საქართველოს მასშტაბით ანტივირუსული პრეპარატის “ტამიფლუს” მარაგები აფთიაქებში 11 იანვრიდან შეივსება. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, დღეისთვის აფთიაქებს პრეპარატის საკმარისი მარაგები აქვთ, დამატებით მათ მიერ შეკვეთილი 3000 კოლოფი კი ქსელში დღეს საღამოს შევა და ხვალიდან გაიყიდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები