LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანჩიკ, ამასაც გადავიტანთ: ანანიძეს თანაგუნდელები ამხნევებენ

30

ჯანო ანანიძემ მორიგი ტრავმა მიიღო. 25 წლის ნახევარმცველს ბედი არ აქვს. ოპერაცია რომ გარდაუვალია, უკვე ნათქვამია. ჯანო კიდევ რამდენიმე თვეს (ალბათ 6 თვეს) გამოტოვებს და როდის ჩადგება ფორმაში, ვინ უწყის. ქართველ ფეხბურთელს თანაგუნდელები ამხნევებენ, როგორც ნაკრებში, ასევე კლუბში.

„ჯანჩიკ, ამასაც გადავიტანთ, ისეთები გვინახავს. ჯანმრთელობას გისურვებ, შენს გვერდით ვარ“, – დაუწერა „სპრატაკში“ თანაგუნდელმა და წარმოშობით ქართველმა გიორგი ჯიქიამ. შეგახსენებთ, რუსეთის ნაკრებში მოთამაშე მცველი თავადაც დაშავებულია და მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს.

 

ჯანოს ტრავმას გამოეხმაურა მოსკოვის “ლოკომოტივისა” და ჩვენი ნაკრების მცველი საბა კვირკველია.

“ჩვენ შენ გვერდით ვართ”, – დაწერა კვირკველიამ “ინსტაგრამზე”.

 

ანანიძემ 2017/18 წლების სეზონში მხოლოდ 8 მატჩი ითამაშა. მის ანგარიშზე სამი საგოლე პასია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები