თითქმის 6 საათიანი სასამართლო პროცესი უკვე დასრულებულია, გადაწყვეტილება კი 25 თებერვალს გახდება ცნობილი – ხორავას ქუჩის საქმეზე დაკავებულ მიხეილ კალანდიას საქმეზე გამართულ სხდომაზე საბოლოო სიტყვით დაცვის მხარე წარდგა, ასევე ისაუბრა თავად ბრალდებულმაც.
“მინდა მივუსამძიმრო გარდაცვლილის ოჯახებს. ის, რაც მოხდა 2017 წელს, არის უდიდესი ტრაგედია. ყველა იქ მყოფი პირისთვის ამ ამბის გადატანა ძალიან რთულია დღემდე, მიუხედავად იმისა თუ ვის რა პასუხისმგებლობა ეკისრება, ამ ბავშვებს აღარაფერი ეშველებათ და ვერაფერი გააცოცხლებს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ პროკურატურამ ყველაფერი უნდა დაივიწყოს.
"უფლებადამცველები მეუბნებიან, შენი შვილი მოკვლის ღირსი იყოო" - ზაზა სარალიძე
ზაზა სარალიძემ კალანდიების ოჯახს შვილის ფოტოები შეაყარა.
შევეხები პოლიტიკურ თემასაც. იმ საქმეზე, რომელზეც შეიქმნა საგამოძიებო კომისია, ტარდებოდა აქციები. მოგეხსენებათ, მომავალი იურისტი ვარ და ჩავაბარე იურიუდიულზე იმიტომ, რომ ვნახე ის სიბინძურეები, რაც ხდება, ბრალდებები მოკლებულია საფუძველს. ჩემი მიზანია, ეს საქმე ჩემი ცოდნით და გამოცდილებით ბოლომდე მივიყვანო.
არავის მოსაკლავად არ მივდიოდი, სახლიდან უნარებზე მივდიოდი. მოვგვარდით, რომ უნდა შევრიგებულიყავით. სიტუაციის დაძაბვამდე არ ყოფილა ისეთი მდგომარეობა, რომ რამე დაძაბულიყო.
სარალიძედან გამომდინარე დაიძაბა და როცა დასამშვიდობებლად მივდიოდით, უაზრო კითხვები დასვა. ფარდულში ჩემი მიზანი გიორგი ჯანაშიას დახმარება იყო. ჯანაშია ფართხალებდა და მინდოდა სარალიძე მომეშორებინა სუფთა ხელებით. ჩემ წინააღმდეგ საქმე იკერება…
ფარდულში მხოლოდ იმიტომ შევედი, რომ ჯანაშია გადამერჩინა, სხვა მიზეზი მე არ მქონია. ხელში არაფერი მეჭირა. მოსამართლე, გთხოვთ რომ სამართლიანი და ობიექტური იყოთ,” – მიმართა მიხეილ კალანდიამ პროკურორსა და მოსამართლეს.
გამოძიება კალანდიას ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში მონაწილეობას ედავება.