კომპანია Jaguar-მა რგოლი გამოაქვეყნა, სადაც მოდელ XJ-ის ევოლუციაა ნაჩვენები. წელს მწარმოებელი მოდელის 50 წლის იუბილეს აღნიშნავს. ვიდეო YouTube-ზე, მარკის ოფიციალურ გვერდზეა განთავსებული.
პირველი ავტომობილი ინდექსით XJ 1968 წელს გამოჩნდა, მან მოდელი Mark2 ჩაანაცვლა. ავტომობილი მსოფლიოში პირველი სერიული ოთხკარიანი 12 ცილიდნრიანი ავტომობილი იყო. სედანს 225 კმ/საათამდე შეეძლო აჩქარება. ეს ავტომობილი ასეთი ტიპის ძარებში თავის დროზე ყველაზე სწრაფი იყო.
ამ მომენტისთვის, XJ-ის 9 თაობა შეიცვალა. ამჟამინდელი ვერსია კომპანიამ 2009 წელს წარმოადგინა.
50 წლის იუბილესათვის მწარმოებელმა სპეციალური მოდიფიკაციის XJ წარმოადგინა, რომელიც ექსტერიერისა და სალონის გაფორმებით გამოირჩევა.