LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Jaguar Land Rover თავისი კოლექციიდან 100 კლასიკურ ავტომობილს გაყიდის

78

Jaguar Land Rover-ის ჯგუფი ას კლასიკურ ავტომობილს გაყიდის, რომლებიც წინათ ბიზნესმენ ჯეიმს ჰალის კოლექციაში შედიოდნენ. ავტომობილებს გასაყიდად აუქციონის სახლი Brightwells წარადგენს. ვაჭრობა მარტის ბოლოს ღონისძიება Bicester Heritage-ს ფარგლებში გაიმართება.

ეს ასი ავტომობილი 543 ავტომობილისგან შემდგარი კოლექციის ნაწილია, რომელმაც კომპანიამ საკუთრებაში 2014 წელს „Jaguar Land Rover-ის იმიჯის გამყარების მიზნით“ მიიღო. სავარაუდოდ, გარიგების თანხამ 100 მილიონი ფუნტი სტერლინგი შეადგინა.

გასაყიდად გატანილ ავტომობილებს შორის არის: Austin Allegro Vanden Plas, Rover P6, Morris Minor, Chevette 2300 HS, Borgward Isabella, Lada Riva (2104), Ferguson Scimitar და ა.შ.

გარდა ამისა, გასაყიდად გაიტანენ რამდენიმე თვითმფრინავს, 1960 წლის კატერს Riva Piantoni და რამდენიმე ასეულ საბავშვო სატერფულიან ავტომობილს.

Jaguar Land Rover-ის მუზეუმი საქარხნო ატელიე Special Operations-ის ტერიტორიაზეა, შენობაში, რომლის ფართობიც 14 000 კვადრატული მეტრია, განთავსებულია სახელოსნოები, შოურუმები და კლიენტების ზონა. მთლიანობაში ტექნიკურ ცენტრში 500-ზე მეტი ავტომობილი ინახება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები