LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Jaguar Land Rover-ს 3,5 მილიონი ევროს ძრავები მოპარეს

40

მძარცველებმა სოლიჰალში მდებარე Jaguar Land Rover-ის ქარხნიდან ძრავების პარტია გაიტაცეს, რომლის ღირებულებაც 3,5 მილიონ ევროს შეადგენს. როგორც გამოცემა Birmingham Mail წერს, ბოროტმოქმედებმა გვიან საღამოს საწარმოს ტერიტორიიდან ჯერ ძრავებით სავსე ერთი მისაბმელი, ორი საათის შემდეგ კი მეორე გაიტანეს.

ქურდებმა მოპარული სატვირთო ავტომობილი გამოიყენეს, რომლის საშუალებითაც ერთ-ერთ სატვირთო ზონაში უპრობლემოდ შეაღწიეს. სავარაუდოდ ტერიტორიაზე შესვლისას გაყალბებული დოკუმენტები გამოიყენეს.

ძარცვა საწარმოს ტერიტორიაზე განთავსებულმა ვიდეოკამერებმა დააფიქსირეს. წყაროს ცნობით, ოპერაციას დაახლოებით 6 წუთი დასჭირდა.

გარკვეული დროის შემდეგ პოლიციამ მოპარული სატვირთო აღმოაჩინა, თუმცა ჯერჯერობით ძრავებით დატვირთულ მისაბმელს ვერ მიაგნეს. Jaguar Land Rover ნებისმიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე ჯილდოს აწესებს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები