LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Jaguar Land Rover-მა კლასიკური ავტომობილების ყველაზე დიდი ავტოსალონი გახსნა

40

Jaguar Land Rover-მა კლასიკური ავტომობილების ყველაზე დიდი ავტოსალონი გახსნა. ბრიტანული ბრენდის ახალი ობიექტი 14 ათას კვადრატულ მეტრზეა გადაჭიმული და ის საგამოფენო დარბაზს, ქარხანასა და ტექნიკური მომსახურების ცენტრს მოიცავს. საგამოფენო დარბაზი Classic Works 500-მდე ავტომობილს დაიტევს და მთავარი აქცენტი რეტრო მოდელებზე იქნება გაკეთებული. თუმცა, ცენტრის ტერიტორიაზე თანამედროვე კლასიკურ მოდელებსაც ააწყობენ.

აღსანიშნავია, რომ სპეციალურად მოდელ Jaguar XJ200-ის  სარესტავრაციოდ განცალკევებით ნაგებობაა გამოყოფილი. მთლიანობაში ახალ ავტოსალონში 120 ადამიანი დასაქმდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები