10 წლის შემდეგ ბრიტანული ავტომწარმოებელი მხოლოდ ელექტრო ძრავის მქონე მოდელებს გამოუშვებს. Jaguar Land Rover-ის ხელისუფლება გეგმავს, რომ უახლოეს ათწლეულში ბრენდი სრულად ტრანსფორმირდეს. დიზელისა და ბენზინის ძრავის მქონე მოდელების წარმოება 5-7 წელიწადში უნდა შემცირდეს და ნელ-ნელა გაქრეს. ახალი სერიის პირველი მოდელი კი ფლაგმანი XJ-ის ელექტრონული „გამგრძელებელი“ გახდება. გამოცემა „Autocar”-ის ინფორმაციით, ავტომწარმოებელი პირველი ნაბიჯების გადადგმას უახლოეს 2 წელიწადში გეგმავს. პირველი ელექტროქარი კი სავარაუდოდ, Porshce Taycan-ის, Tesla Model S-ის, ასევე Mercedes-Benz S-Class-ისა და Bentley Flying Spur-ის კონკურენტი იქნება. ახალი XJ 1967 წლიდან დაწყებულ ტრადიციას შეცვლის და ეს პირველ რიგში სრულიად ახალ დიზაინს გულისხმობს.