LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯაფარიძე: ვაღიარებ და ვიტყვი, მე ვემზადები აქციებისთვის, მერე?

148
zura jafarize

მმართველი გუნდი ხშირად იმეორებს, რომ ოპოზიცია არა არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების მეორე დღისთვის ემზადება.

მე ვემზადები აქციებისთვის, მერე?!, – ასე ეხმაურება პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე მმართველი გუნდის წარმომადგენლების  განცხადებებს, რომ ოპოზიცია წინასაარჩევნო კამპანიას არ ატარებს.

ზურაბ ჯაფარიძის ინფორმაციით, ოპოზიციური პარტიის ლიდერებთან არცერთ შეხვედრაზე აქციები არ დაგეგმილა, თუმცა აქციებს რომც გეგმავდნენ, ამაში პრობლემას ვერ ხედავს.

„ჯერ არ ვყოფილვარ არცერთ შეხვედრაზე ოპოზიციური პარტიის ლიდერებთან, სადაც რაიმე აქციები იგეგმებოდეს, მაგრამ აქციებსაც რომ ვგეგმავდეთ მერე რა?

მე ვგეგმავ აქციებს, ვემზადები აქციებისთვის. რაც კი შემიძლია ვაკეთოთ ვაკეთებთ, ერთადერთი რაც აკლია წინასაარჩევნო პერიოდს არის ის, რომ დიდი მიტინგები არ არის, ისიც პანდემიის გამო. დანარჩენი რანაირად არ ვარ აქტიური, 24 საათი ტრასაზე ვარ გაგდებული და დავდივარ აქეთ-იქით, მეტი რა უნდა ვაკეთო, არ ვიცი, მაგრამ თუ ამით უნდათ ვიღაცას წარმოდგენა შეუქმნან, რომ სასწაულს აპირებს ოპოზიცია, ვაღიარებ და ვიტყვი, რომ მე ვემზადები აქციებისთვის, მერე?“, – აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.

მისივე განცხადებით, მმართველი გუნდი საკუთარი კვლევების მიხედვითაც 40%-ზე ნაკლებს იღებს, რაც ნიშნავს, რომ მომავალ წელს ქვეყანა გავა ხელახალ არჩევნებზე და ხელისუფლება შეიცვლება.

„მათივე კვლევებითაც კი ისინი ვერ იღებენ 40%-ს და ეს არ არის პირველი კვლევა, მათი ყველა კვლევა მაქვს ნანახი, ჟონავს და ყველამ ნახა, ეს თვითონაც იციან.

მათი კვლევების მიზანია, რომ საკუთარი ამომრჩევლები გაამხნევონ, თითქოს ისევ რჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ვერ დარჩებიან. მომავალ წელს ეს ქვეყანა გავა ხელახალ არჩევნებზე და ხელისუფლება შეიცვლება. მათ აქვთ სულ ორი ინსტრუმენტი პირველი არის დაშანტაჟება და დაშინება, რომელიც უკეთ მუშაობს რეგიონებში, რადგან თბილისში ხმამაღლა ყვირილი შეგიძლია და მეორე არის მოსყიდვა, ფულის დარიგება, რასაც აკეთებენ კოორდინატორების მეშვეობით.

ეს არის ერთადერთი რაც დარჩათ, მათ დაპირებებს არანაირი შინაარსი და სანდოობა აღარ აქვს, მათივე მხარდამჭერებსაც კი არ სჯერათ, რომ ტურისტული ცენტრი აშენდება ჩოხატაურში“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები