LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯაფარიძე: რევოლუციაზე საუბარი არის ჩვეულებრივი ამბავი – დასავლეთში, როდესაც ხელისუფლებები მიქარავენ, იციან, რომ ქუჩაში შეიძლება ბევრი ხალხი გამოვიდეს

158
ფორტუნა - 2023-05-09T105857.374

„რევოლუციაზე საუბარი არის ჩვეულებრივი ამბავი, ამაზე ლექციებზეც ვსაუბრობ და ბანაკების შემთხვევაშიც, თუ ახალგაზრდები კითხვას დასვამენ რევოლუციასთან დაკავშირებით“, – ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

ზურაბ ჯაფარიძის განმარტებით, დასავლეთში, როდესაც ხელისუფლება იტყუება, ქუჩაში ბევრი ხალხი გამოდის და პრობლემებს ქმნის, ხოლო ჩვენ „ეს გზა ჯერ გასავლელი გვაქვს“.

„ვითომ „ქულ“ ზურა „ნაცი“ ჯაფარიძე სითავხედით ადასტურებს ახალგაზრდებს რევოლუციებზე ვესაუბრებიო - იმაზე არ ესაუბრებით, თქვენი ხელისუფლება ადამიანებს ნეკნებში რომ ლეწავდა და ცხედრებს სახურავზე აგდებდა?!“ – ნინო წილოსანი

„ეს გახლავთ გირჩის და „ინდივიდუალური თავისუფლების ინსტიტუტის“ მიერ ორგანიზებულ „ტრენინგებზე“ გაჟღერებული ფრაზები. ეს ის საკითხებია, რომლითაც სამწუხაროდ ახალგაზრდებს კვებავენ.“

„პარალიზება, ხელის შეშლა, საბოტაჟი – ქუჩაში გამოსულ ბევრ ადამიანს შეუძლია უამრავი პრობლემის შექმნა ნებისმიერი ხელისუფლებისთვის, ჩვენ, სამწუხაროდ, ეს გზა ჯერ გასავლელი გვაქვს.

დასავლეთში, როდესაც ხელისუფლებები მიქარავენ, რომელიღაც მინისტრს ტყუილზე დაიჭერენ, ის მინისტრი გადადგება ხოლმე იმის გამო, რომ მათ იციან, ქუჩაში შეიძლება გამოვიდეს ბევრი ხალხი და ბევრ ხალხს შეუძლია პრობლემების შექმნა. ამიტომ არსებობს იქ ეს კულტურა, რომელსაც საქართველოში შევნატრით ხოლმე, რომ თვითონ იღებენ პასუხისმგებლობას და მიდიან. აქ რატომ არ მიდიან? იმიტომ, რომ აქ ჯერ ეგ გზა გასავლელი გვაქვს. აქ მთავრობებმა უნდა ისწავლონ, რომ ქუჩაში როდესაც ბევრი ხალხი გამოდის, ბევრ ხალხს შეუძლია პრობლემების შექმნა, ჯობია არ გააბრაზო ბევრი ხალხი“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

„იგრძნობა ე.წ. სისხლიანი რევოლუციების განხორციელების, სცენარების დადგმის სურვილი“ – სარჯველაძე ჯაფარიძეს დესტრუქციაში ადანაშაულებს

ამ განცხადებით სარჯველაძე ზურაბ ჯაფარიძის მიერ „ლიბერალური აკადემიაში“ ახალგაზრდების სწავლებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს პროცესი სულ უფრო მეტად საშიშ ხასიათს იღებს.

ზურაბ ჯაფარიძემ გადაცემა „360 გრადუსში“ ყოფილ თავდაცვის მინისტრ დავით კეზერაშვილსა და ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას არ სჯერა, რომ ივანიშვილი ამ ქვეყანაში რომელიმე ოპოზიციონერ ლიდერს ფულის შოვნისა და შემდეგ ოპოზიციის დაფინანსების საშუალებას აძლევს.

„მე არ მჯერა, რომ ივანიშვილი კეზერაშვილს აძლევს საშუალებას, რომ აქ ქოლ-ცენტრები ამუშაოს, ფული აკეთოს და მერე ოპოზიცია აფინანსოს. მე არ მჯერა, რომ ვინმეს, კეზერაშვილს, ვაშაძეს ან ოპოზიციურ ნებისმიერ ლიდერს ივანიშვილი მისცემს საშუალებას, რომ ამ ქვეყანაში ფული აკეთოს, გინდა ქოლ-ცენტრებით და გინდა სხვა რაღაცებით და მერე ოპოზიცია აფინანსოს, ეს არის ზღაპარი“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

დეკანოიძე: „დავით არახამიას დედმამიშვილები არ ჰყავს, მას არ აქვს კავშირი „ქოლ ცენტრებთან“

ფეხებს ვერ მომჭამთ ძირში.. ვეუბნები მათ, ვინც ცდილობს შებღალოს ჩემი რეპუტაცია – გიორგი ვაშაძე

ჩვენ თუ ვმფარველობთ და ჩვენი თუ არის, რატომ ვკეტავთ მაშინ, გიჟები ვართ? – შს მინისტრი ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები