შორენა ბეგაშვილი დაბადების დღის სტუმრებს მიმართავს და სოციალურ ქსელ ინტაგრამში ახალ ფოტოებს ავრცელებს.
“წარმოუდგენელი, ჯადოსნური საღამო იყო. მადლობა ჩემს ყველა სტუმარს. ეს იყო დაუვიწყარი საღამო”, – წერს შორენა.
„როცა ადამიანი შინაგანად კეთილია, ის გარეგნულადაც ასხივებს“, „ღმერთო რა ლამაზი ხარ, ყველაფერი ულამაზესი და სასწაულია“, – უწერენ კომენტარებში გამომწერები.
ცნობისთვის, შორენა ბეგაშვილმა რამდენიმე დღის წინ შორენამ დაბადების დღე მეგობრებისა და ოჯახის წევრების გარემოცვაში გრანდიოზულად აღნიშნა. წვეულებაზე იმყოფებოდნენ ცნობილი ადამიანები. იუბილეზე სიმღერები შეასრულეს აჩიკო მეფარიძემ, ნინო ძოწენიძემ, ლელა წურწუმიამ და სტეფანე მღებრიშვილმა შვილთან ერთად.