LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯადოსნური ნახევარკუნძული ჯავახეთში – ტაბაწყურის ხელუხლებელი სოფელი და ტბა [ფოტოები]

3826
TABAWYURI

ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ტბაში შეჭრილი ნახევარკუნძული დასახლებულია – ეს სოფელი ტაბაწყურია. ტბასაც, რომლის ნაპირებზეცაა სოფელი გაშენებული, ტაბაწყური ქვია (ტაბისყურსაც ეძახიან), ჯავახეთის ზეგანზე მდებარე ეს ადგილი ზღვის დონიდან 2000 მეტრზეა, ბორჯომიდან კი 60 კილომეტრში.

ტაბაწყურში შესვლისთანავე პოლიციის განყოფილებაა, ამოწმებენ პირად ინფორმაციას და გეკითხებიან აპირებთ თუ არა „ნახევარკუნძულზე“ დარჩენას.

ამ პოსტის გავლის შემდეგ, თქვენ ულამაზეს სამყაროში აღმოჩნდებით.

ტაბაწყური © თეო უთურგაშვილი

 

მთებით გარშემორტყმული ტბა, პატარა სახლები, და ხელუხლებელი ბუნება – ასეთია სოფელი ტაბაწყური.

ამ სილამაზის მიღმა დიდი გაჭირვება და სიღარიბეა. ისედაც მცირე მოსახლეობის უდიდეს ნაწილი კარვებში, რკინის კონსტრუქციებში ან ძველ ქვის სახლებში ცხოვრობს. ცუდი პირობების მიუხედავად, ტაბაწყურელები სტუმართმოყვარეები არიან. ამ სოფელში სტუმარი უარიათ და ღარიბული სახლის კარებს ყოველთვის სიამოვნებით უღებენ.

სახლები ტაბაწყურში © თეო უთურგაშვილი

 

მოსახლეობის უმეტესობა (99%) ეთნიკურად სომხები არიან, თუმცა მათი უდიდესი ნაწილი ქართულად გამართულად საუბრობს.

ბავშვებიც სკოლაში ქართულად საუბარს სწავლობენ. სოფელში არის სკოლა, სადაც 112 მოსწავლე სწავლობს, თუმცა არ არის საავადმყოფო.

აქ ერთი დღის გათევას 20 ლარად შეძლებთ. სახლებში, რომლებიც ტურისტებზე ქირავდება, წყალიც არის და შუქიც.

მოსახლეობა ძირითადად რძის პროდუქტების წარმოებას, მეთევზეობასა და მესაქონლეობას მისდევს.

ამ ულამაზეს ტბაში თევზებიც მოიპოვება და კიბორჩხალებიც.

ტბა მთელი ზამთრის განმავლობაში გაყინულია, მარტში კი კვლავ თავის ბუნებრივ მდგომარეობას უბრუნდება.

 

 

ფოტოები მოგვაწოდა თეო უთურგაშვილმა