LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

JAC საქართველოში ავტომობილების აწყობას გეგმავს

48

ჩინეთის ერთ-ერთი წამყვანი მანქანათმშენებელი კომპანია JAC-ის ელექტრომობილები, შესაძლოა, საქართველოშიც აეწყოს. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილისა და ჩინეთის ერთ-ერთი წამყვანი მანქანათმშენებელი კომპანიის, „Anhui Jianghuai Automobile Co“ (Anhui Jianghuai Automobile Co) ტოპ-მენეჯმენტის შეხვედრისას გახდა ცნობილი.

„ჩვენ კომპანიის ხელმძღვანელთან ვისაუბრეთ, თუ რის გაკეთება შეგვიძლია ერთობლივად და შევთანხმდით, რომ JAC-ი დაიწყებს კვლევას, რომელიც გამოავლენს, რამდენად შეიძლება საქართველოში თავდაპირველად საამწყობო ქარხნის აშენება, ხოლო შემდგომში – სრული წარმოების ამოქმედება,“ – აღნიშნა ქუმსიშვილმა.

მისი თქმით, ჩინური ავტოკონცერნისთვის მნიშვნელოვანია სამხრეთ კავკასიის ბაზარზე შემოსვლა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები