LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯაბა კილაძე: „ეს თაობა პოლიტიკოსებს ძალიან აქტიურად განიხილავს და ეს ძალიან მომწონს…“

448
jabakiladze

მსახიობი ჯაბა კილაძე დედასთან და ქალიშვილთან ერთად „იმედის“ ეთერს ესტუმრა და ოჯახურ თემებზე დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

ლიზა კილაძე:

„ზოგიერთ თემაზე არ ვცდილობ მამასთან საუბარს, რადგან არის ფუნდამენტური საკითხები, რომელთა შესახებაც შეიძლება მშობელს ვერ გააგებინო, რატომ ფიქრობ ასე… ყოველდღიური პოლიტიკური საკითხებიც შედის აქ ან 21-ე საუკუნის პრობლემები, რაზეც შეიძლება განსხვავებული აზრი გვქონდეს…“

ჯაბა კილაძე:

„ეს თაობა პოლიტიკოსებს ძალიან აქტიურად განიხილავს და ეს ძალიან მომწონს…“

ლიზა:

„ისე ვარ აღზრდილი, რომ ხშირად დამოკიდებული ვიყავი დედაზე, რადგან ასე გამზარდა. გარდატეხის პერიოდში უფრო მეტად ვარჩევდი, რომ თავად გადამეწყვიტა რამე, თუ შეცდომას დავუშვებდი, ვისწავლიდი. ყოფილა შემთხვევები, როცა რჩევები მიკითხავს მამისთვის, დედისთვის და ბებიისთვისაც. თუკი რაღაც აზრი მაქვს და ვიკითხე და მათ სხვანაირი მოსაზრება აქვთ, შეიძლება მეც შევიცვალო, დიდ პატივს ვცემ და ვითვალისწინებ. ჯაბა ბავშვობიდან ყოველთვის ბოლომდე მიხსნიდა ყველაფერს“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები