LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯაბა ბოჯგუას დედა მიმართვას ავრცელებს – „ახლა ისე მიჭირს, როგორც არასდროს…“

1363
a1563215079

კომაში მყოფი ჯაბა ბოჯგუას დედა, მანანა გვასალია სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და ყველა იმ ადამიანს უხდის მადლობას, ვინც მისი ოჯახის გაჭირვება გულთან ახლოს მიიტანა.

როგორც იცით, ჯაბა ბოჯგუას ბებია, რომელიც შვილიშვილისთვის მოწყალებას აგროვებდა, ავარიაში მოჰყვა და გარდაიცვალა, ოჯახი კი ყოველგვარი ფინანსური სახსრების გარეშე დარჩა.

გთავაზობთ მანანა გვასალიას სტატუსს:

„დედაჩემი ჩვენთვის ყველაფერი იყო, ფაქტობრივად, მეც და ჯაბასაც ის გვაცოცხლებდა… ახლა ისე მიჭირს, როგორც არასდროს… ასეთ დროს თქვენი ყველა სიტყვა თუ დახმარება ჩემთვის მეტად მნიშვნელოვანია…

სიტყვები არ მყოფნის, როგორ გადაგიხადოთ მადლობა ჩემი მწუხარების გაზიარებისთვის, თანადგომისთვის და ყურადღებისთვის ♥

სააოცარო ადამიანებო, მეგობრებო, მეზობლებო, ემიგრანტებო -მიყვარხართ, მეამაყებით და მეიმედებით !!! გახარებული ჰყოლოდეთ მუდამ თქვენს შვილებს,მშობლებს და თქვენს ოჯახებს!

უფალმა დაგლოცოთ!!!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები