საქართველოს პრემიერ მინისტრმა ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთების დროს ლევან იზორიას ძმის მიერ პოლიციის თანამშრომლების მიმართ შეურაცხყოფაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფაქტი მისთვის მიუღებელი და ამაზრზენია.
„იზორიასი კი არა, ჩემი ძმა რომ იყოს, უარესი შეფასება მექნებოდა, იმიტომ, რომ ადამიანები, რომლებიც ატარებენ ფორმას, პოლიციელები, ყოველდღიურად საკუთარი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ფასად ზრუნავენ ჩვენი ოჯახის წევრებისა და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, ეს არის უკიდურესად მიუღებელი და იყო უბრალოდ ამაზრზენი, რაც მე ამ კადრებში ვნახე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
პოლიციელისადმი მიმართვები: ფორმას გაგხდი, ნახე შენ რას გიზამ შს მინისტრისთვის “უმნიშვნელოა”
შეგახსენებთ, რომ “მთავარმა არხმა” გაავრცელა კადრები, სადაც თავდაცვის ყოფილი მინისტრის ძმამ დაკავება გააპროტესტა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. კადრებში ჩანს, როგორ მოხდა პოლიციის მაიორის, გიორგი დვალიშვილის მიერ ვახო (კიტა) იზორიას დაკავება, რომელიც როგორც დვალიშვილი ამბობს, დაკავებიდან რამდენიმე წუთში, გარკვეული პირების ჩარევის შემდეგ გაათავისუფლეს.