LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იზორია: “გამოძიება რამდენიმე მიმართულებით მუშაობს”

68

გუშინ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევაზე გამოძიება რამდენიმე მიმართულებით მუშაობს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ინგოროყვას კლინიკაში განუცხადა, სადაც სამხედრო მოსამსახურეების მოსანახულებლად მივიდა. მისი ინფორმავიით, შიდა მოკვლევის ფარგლებში ზუსტდება, რამდენად შეესაბამებოდა ესკორტირებისა და გაცილების წესები იმ სტანდარტებს, რომელიც თავდაცვის სამინისტროში არსებობს.

”გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს. ერთ-ერთი ვერსია გახლავთ, ჰქონდა თუ არა ადგილი გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობას. ასევე შიდა მოკვლევის ფარგლებში ჩვენ ვაზუსტებთ, რამდენად შეესაბამებოდა ესკორტირებისა და გაცილების წესები იმ სტანდარტებს, რომელიც თავდაცვის სამინისტროში არსებობს. ასე, რომ ამ ორი მიმართულებით საგამოძიებო მოქმედებები ინტენსიურად გრძელდება”, – განაცხადა იზორიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები