LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იზოლაციით, ვაქცინის მოლოდინითა და დაინფიცირებით გამოწვეული შიში პოსტტრავმულ სინდრომს შეადარეს – უახლესი კვლევა

78
covidnews202126

ავსტრალიის ფლინდერსის უნივერსიტეტის მეცნიერებმა 1040 მოხალისეს შორის კვლევა ჩაატარეს, სადაც ადამიანის ფსიკიკაზე პანდემიის გავლენას იკვლევდნენ. კვლევაში მონაწილე ადამიანები ხუთი სხვადასხვა ქვეყნიდან შეარჩიეს და დააკვირდნენ, რა გავლენა მოახდინა მათზე კოვიდ ინფექციამ. აღმოჩნდა, რომ იზოლაციით, ვაქცინის მოლოდინით, დაინფიცირებით გამოწვეული შიშები ჯამში იმაზე უარყოფით შედეგს იძლევა, ვიდრე აქამდე ვიცოდით. მაგალითად გამოკვლეულთა 13.2 % პოსტტრავმული ფსიქიკური აშლილობის ნიშნებს ავლენდა, რაც როგორც წესი, ადამიანს დიდი ტრაგედიის, ახლობელი ადამიანის დაკარგვის ან ავარიის შემდეგ ემართება.

კვლევაში მონაწილე ადამიანების მხოლოდ 2 % იყო ინფიცირებული, 5 % კი საუბრობდა ოჯახის წევრებისა და ახლობელი ადამიანების ინფიცირებაზე. კიდევ ერთი საინტერესო დეტალი, გამოკითხულთა უმრავლესობას, ინფიცირებასთან ერთად, სამსახურის დაკარგვის შიშიც ჰქონდა.

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები