გუშინ, 2 მარტს სასტუმრო „რუმსში“ ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის, ნინო ზამბახიძის ორგანიზებით გაიმართა ღონისძიება, სადაც დამსწრე საზოგადოებას „ნიკოს ფონდისა“ და იმ აქტივობების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, რომელსაც ფონდი ახორციელებს.
აღნიშნულ შეკრებას ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება და ემოციურ სტატუსს აქვეყნებს.
„დედა ამქვეყნიური ანგელოზიაო, ჩემთვის ყველაზე ჭეშმარიტი ფორმულირებაა, ხო და გუშინ ანგელოზთცვენის მომსწრე ვიყავი ♥️
ემოციური, ჩემთვის ტკივილით სავსე, მაგრამ მთელს დარჩენილ გზას რომ გამილამაზებს ისეთი დღე იყო, ცრემლი ღიმილი, მოგონებები და კეთილი სურვილები, ჩვენი, ჩვენი შვილების უკეთესი მომავლისათვის.
მადლობა ჩემს Nino Zambakhidze-ს ჩემთვის ყველაფერში გამორჩეულს, ადამიანს, ქალს, დედას, მეგობარს, რომელმაც ეს დღე გვაჩუქა, მადლობა თითოეულ თქვენგანს ამ ლამაზი დღისთვის, ჩემთვის ხართ თითოეული იქ მყოფი მაგალითი საუკეთესო დედობის და კარგი ადამიანობის.
მინდა დედის დღე მოგილოცოთ.
„რა მაოცებს საქართველოში და ქართველი ქალი! ზურგით მთრევი საქართველოსი…“ უთქვამს აკა მორჩილაძეს.
ისტორიასაც თუ გადავხედავთ, ეს ტვირთი უხსოვარი დროიდან აწევთ მართლაც ჩვენს ქალებს, დედებს, ყოველი დღე დედის უნდა იყოს, სულიერ სიძლიერეს, ჯანმრთელობას და უსაზღვრო ბედნიერებას გისურვებთ უკლებლივ ყველას,“ – წერს იზა ომაძე.
ცნობისთვის, ნიკო კვარაცხელიას ფონდი 2022 წლის იანვარში დაარსდა. ფონდი მისი ოჯახის წევრებისა და მეგობრების მიერ შეიქმნა.
ფონდის მიზანია მიჰყვეს ნიკოს ხედვას და ხელი შეუწყოს ახალგაზრდებს მათი შესაძლებლობების რეალიზაციაში.
დედა ამქვეყნიური ანგელოზიაო, ჩემთვის ყველაზე ჭეშმარიტი ფორმულირებაა, ხოდა გუშინ ანგელოზთცვენის მომსწრე ვიყავი ♥️…
Posted by Iza Omadze on ხუთშაბათი, 02 მარტი, 2023
ამისათვის, ფონდი მხარს უჭერს ინოვაციურ პროექტებსა და განათლებაზე ორიენტირებულ ინიციატივებს.