LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იყვირეთ ბოლომდე: მანჩესტერი ფანებს წივილ-კივილის სანაცვლოდ სტადიონზე ადგილებს აძლევს

99
Stretford End

„ოლდ ტრაფორდზე“ გამოჩნდება სექცია, რომელიც ატმოსფეროზე იქნება პასუხისმგებელი.

„მანჩესტერ იუნაიტედი“ საშინაო არენაზე გახსნის სექციას, რომელიც განსაკუთრებულ ატმოსფეროს შექმნის მატჩების დროს. კლუბის ბოსები იმედოვნებენ, რომ ასე სტადიონზე ხმაურის დონეს გაზრდიან.

Daily Mail-ის ცნობით, მომდევნო სეზონიდან „სტრეტფორდ ენდის“ ტრიბუნაზე გამოიყოფა 1200 ადგილი და განკუთვნილი იქნება მათთვის, ვინც ხმის ჩახლეჩამდე უქომაგებს გუნდს. 2020/21 წლების სეზონიდან კი ასეთი 2400 ადგილი იქნება. გაფართოება მოხდება ფანების დაჯგუფება Red Army-ის თანამშრომლობის ფარგლებში.

„მანჩესტერს“ ჩემპიონატი 2013 წლის შემდეგ აღარ მოუგია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები