საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ზელიმხან ხანგოშვილის გარდაცვალების გამო, ოჯახს სამძიმარს უცხადებს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
“ზელიმხან ხანგოშვილი რომელზეც დიდი ხანია ნადირობდნენ რუსეთის სპეცსამსახურები, ბერლინში მოკლეს. ის იყო ვაჟკაცი კაცი და საქართველოს და ჩეჩნეთის პატრიოტი, რომელიც ჯერ 2015 წელს თბილისში სასწაულად გადარჩა, 4 ტყვიის მოხვედრის შემდეგ და ამის მერე ივანიშვილის სპეცსამსახურებმა რუსეთის მითითებით დაატოვებინეს საქართველო. ბერლინში მისი რუსეთიდან გამოგზავნილი მკვლელი ეგრევე დააკავეს, ხოლო მასზე თავდასხმა თბილისში დღემდე გაუხსნელია. მე სამძიმარს ვუცხადებ მისი ოჯახის წევრებს!” – წერს მიხეილ სააკაშვილი.
პანკისის მკვიდრი, ჩეჩნეთის ომის მონაწილე და ლაფანყურის სპეცოპერაციაში ჩართული ზელიმხან ხანგოშვილი 23 აგვისტოს ბერლინში მოკლეს. 26 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ პროკურატურამ ზელიმხან ხანგოშვილის საქართველოში გადმოსვენების ნებართვა გასცა .