LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იყო მხატვარი, დიზაინერი, შეეძლო სამ ენაზე საუბარი“ – ცნობილია სიდნეის სავაჭრო ცენტრში მომხდარი თავდასხმის დროს დაღუპული საქართველოს მოქალაქის ვინაობა

167
ფიქრია დარჩია

ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში, სავაჭრო ცენტრში მომხდარი თავდასხმის შედეგად დაღუპული საქართველოს მოქალაქე 55 წლის ფიქრია დარჩიაა. გარდაცვლილთა შესახებ ინფორმაციას ავსტრალიური მედია ავრცელებს.

როგორც ადგილობრივი გამოცემები წერენ, სამართალდამცველებმა კვირას საღამოს დაადგინეს, რომ 6 გარდაცვლილიდან ერთ-ერთი სწორედ ფიქრია დარჩიაა:

„ის იყო მხატვარი, დიზაინერი, საყბრობდა ქართულად, ინგლისურად და რუსულად. Sydney TAFE-ში სწავლობდა ბიზნესის ადმინისტრირებას. დამთავრებული ჰქონდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია“, – წერს მედია.

ცნობისათვის, სიდნეიში მომხდარი თავდასხმის დროს საქართველოს მოქალაქის დაღუპვის შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

შეგახსენებთ, ავსტრალიაში, სიდნეის სავაჭრო ცენტრში დანით შეიარაღებული პირის თავდასხმის შედეგად, ექვსი ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის თავდამსხმელი. მედიაში გავრცელებული ცნობებით, სიდნეის პოლიციის განცხადებით, თავდამსხმელს პოლიციელმა ესროლა, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა. პოლიციის ცნობით, შეიარაღებული პირი, რომელიც სიდნეის Westfield Bondi Junction-ის სავაჭრო ცენტრში შეიჭრა, მარტო მოქმედებდა. თავდასხმის შედეგად დაშავებული რამდენიმე ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები