პირველი არხის გადაცემა „პირველი არხი • სპორტი“ – ში, ოლიმპიური ჩემპიონი ძალოსნობაში, ლაშა ტალახაძე, თავისი ცხოვრებიდან ემოციურ ისტორიას იხსენებს.
„შრომისმოყვარე ვიყავი, რაიონში ყოველთვის ვეხმარებოდი ჩემებს და რაც შემეძლო ყველაფერს ვაკეთებდი..
ბავშვობიდანვე სპორტით ვიყავი დაკავებული, სპორტული ოჯახიდან ვარ. მამაჩემი იყო ყოფილი ძალოსანი.
მამაჩემს სურდა მე გამეკეთებინა ის რაც მან ვერ გააკეთა..
არ გვიჭირდა ოჯახში, მაგრამ იყო ჩავარდნის პერიოდი.. მამაჩემი სულ ჩვენზე იყო გადმორთული, მახსოვს, მანქანაც კი გაყიდა, რადგან მე გარკვეული თანხა მჭირდებოდა, რომ თბილისში გადმოვსულიყავი და არაფერი არ მომკლებოდა..
„ჩემი მშობლების ღვაწლი ჩემ მიმართ კარგად ვიცი. მინდა, ეს ადამიანები ჩემით ბედნიერები იყვნენ“
„ჩემი მშობლების ღვაწლი ჩემ მიმართ ძალიან კარგად ვიცი და ამიტომაც, სულ მინდა, რომ ბედნიერები იყვნენ ეს ადამიანები ჩემით“ – ლაშა ტალახაძე
სრულად: https://web.1tv.ge/3PZRS2P
#ახალიდღე
Posted by პირველი არხი on ოთხშაბათი, 04 ოქტომბერი, 2023
ჩემი მშობლების ღვაწლი ჩემს მიმართ ძალიან კარგად ვიცი და ამიტომაც, სულ მინდა, რომ ბედნიერები იყვნენ ეს ადამიანები ჩემით,“– ამბობს ლაშა ტალახაძე.