ამერიკული ავტომობილი DeLorean DMC-12, რომელიც ფილმში, “უკან მომავალში” მონაწილეობდა, აუქციონზეა გატანილი. მსურველებს 44 500 დოლარის გადახდა მოუწევთ. კომპლექტში ავტომობილს მარტი მაკ ფლაის კეპი, თვითშეკვრადი ფეხსაცმელი და ჰოვერბორდი მოყვება.
”ავტომობლი ნიუ–იორკში სამი წლის წინ შევიძინე, ჩემამდე მხოლოდ ერთი მფლობელი ჰყავდა” – განმარტავს ავტომობილის მეპატრონე. მისი განცხადებით, DeLorean DMC-12 შესანიშნავ მდგომარეობაშია. ავტომობილის გარბენი 22 530 კილომეტრია.
DeLorean DMC-ის პირველი მოდელი ერთადერთ ეგზემპლარად 1975 წელს ააწყვეს და ასაწევი კარები ჰქონდა. General Motors-სთან 1982 წელს სასამართლო კონფლიქტის შედეგად კომპანია გაბანკროტდა.
გარდა ამისა, ამერიკული კომპანია DeLorean გეგმავს კუპე DMC-12-ის წარმოება განაახლოს, რომელიც ფილმის, ”უკან მომავალში” გადაღებებში გამოიყენეს. სავარაუდოდ, მისი აწყობა წელს დაიწყება. წარმოებაში 1982 წლის მოდელი ჩაეშვება და სულ 300 ეგზემპლარი აიწყობა. წინასწარი მონაცემებით, მოდელის ღირებულება 100 000 დოლარიდან დაიწყება.
სხვა ტექნიკური მონაცემები ამჟამად გასაიდუმლოებულია.