LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იყიდე ტიტა, დაეხმარე მეყვავილეს, რომელსაც ყვავილები უფუჭდება

1381
A861A3B7-88EF-4D01-A4BB-505B707CC969-w1597-n-r1-st

რადიო “თავისუფლების” მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 63 წლის მეყვავილეს, კაკო ჯეირანაშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება.

სოციალურ ქსელში აქტიურად მიმდინარეობს კამპანია, რომლის ფარგლებშიც ადამიანები სიმბოლურად მისგან ერთ ტიტას ყიდულობენ და ანგარიშზე ფულს ურიცხავენ.

„ყოველი წლის ამ დროს თბილისში, ნავთლუღის ბაზარში, ყვავილების განყოფილებაში მიმქონდა ჩემი ტიტები და იქ გადამყიდველებს ვაბარებდი, შემდეგ ისინი ყიდიდნენ. ახლა, ყვავილები რომ შემოვიდა, წინასწარ დავურეკე ჩემს ნაცნობ რეალიზატორებს, თუმცა მითხრეს, რომ აღარ მუშაობენ, რადგან ბაზარი დაუკეტეს. შესაბამისად, მე წელს ერთი ცალი ყვავილიც კი არ გამიყიდია. ასე ფუჭდება ჩემი ყვავილები და არ ვიცი, რა ვქნა, ვის მივმართო. ჩემი ყვავილებით ყოველ წელს, მარტის ბოლოსა და აპრილის თვეებში, პურის ფულს, ერთი-ორ კაპიკს ვშოულობდი, ახლა კი დავრჩი ცარიელი“, აღნიშნავს რადიო “თავისუფლების” ჟურნალისტთან საუბრისას მეყვავილე.

ეს გახლავთ ანგარიში, რომელზეც შეგიძლიათ, მას დაეხმაროთ:

#GE62TB7096445061100088

მიმღები: ნანა ბეჟაშვილი

მას შემდეგ, რაც თანხას ჩარიცხავთ, შეგიძლიათ, სოცქსელში ტიტას ფოტო ატვირთოთ, იმის ნიშნად, რომ ეს ქველმოქმედება გასწიეთ.

რადიო თავისუფლების ფოტო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები