LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იყავი სპონტანური და არასდროს არაფერი დაგეგმო!“ – ბიორკის ცნობილი გამონათქვამები

139
#be1931

მუსიკალური კრიტიკოსები ყოველთვის აღფრთოვანებით აფასებდნენ ისლანდიელი მუსიკოსის ბიორკ გუდმუნდსდოტირის შემოქმედებას, ელექტრონული ჟღერადობის ინოვაციურ გამოყენებას, პროგრესულ კლიპებს და რაც მთავარია, მის არაჩვეულებრივ ხმას. მეტიც, ბევრმა ბიორკს „თაობის ყველაზე ნიჭიერი, შორსმჭვრეტელი მუსიკოსი“ უწოდა, რომელმაც ბევრად წინ გაუსწრო საკუთარ ეპოქას.

fortuna.ge გთავაზობთ ცნობილ გამონათქვამებს:

  • ძალიან არ მომწონს პოპულარობა. ჩემი აზრით, პოპულარობა მომსახურეობის სფეროში მუშაობას ჰგავს, როცა ვალდებული ხარ აკეთო ის, რასაც შენგან ხალხის მასა მოითხოვს.
  • ჩემთვის მოდა – ნამდვილი ფაშიზმია. ჟურნალისტები, რომლებიც მოდაზე წერენ, ყოველთვის საკუთარ წესებს და სტანდარტებს გახვევენ თავს. მათთვის მოძველებული სამოსის ჩაცმა ნამდვილი დანაშაულია, რისთვისაც მზად არიან დაგსაჯონ სიკვდილით.
  • უაზრობაა მტკიცება, თითქოს სამოსი ადამიანის ინდივიდუალურობას არ გამოხატავს. გარეგნული იერი ძალიან მნიშვნელოვანია. თუ ისე გამოვიყურები, როგორი განწყობაც მაქვს, მაშინ მუსიკაც შესაბამისი იქმნება. ადამიანები თვალით აღქმას უფრო არიან შეჩვეული, ვიდრე ყურით, ამიტომ მეც სწორედ საკუთარი იმიჯით ვატყობინებ ყველას, რომ ექსტრემისტი ვარ და არასდროს ვერიდები უკიდურესობებს.
  • არანაირი აზრი არ აქვს დათრობას, თუ გონის დაკარგვამდე ცეკვა და გაველურება არ გინდა.
  • ასი წლის წინ მუსიკოსები სძულდათ, დღეს კი, თუ სცენაზე დგახარ და მიკროფონი გიჭირავს, ნამდვილი ორაკული ხარ და უამრავი მიმდევარი გყავს, რომლებიც საკუთარი  ფიქრების, აზრების გახმოვანებას მოითხოვენ შენგან და არავის აინტერესებს, რომ მხოლოდ საკუთარი სიამოვნებისთვის მღერიხარ.
  • არასდროს ეცადო გახდე სხვა, იამაყე იმით, რაც ხარ!
  • ჩემი სიძლიერეც და სისუსტეც ისაა, რომ არასდროს გამომდის ერთიდაიგივეს კეთება.
  • წარმოსახვაში ადამიანი ყოველთვის გამოგონილ სამყაროში ცხოვრობს. თვითონაც ყოველ დილას ახალ სამყაროს ვიგონებ, რომელსაც საღამოს ერთი ხელის მოსმით ვანგრევ, რადგან ხვალ სხვა სამყაროს გამოვიგონებ.
  • მირჩევნია ვიყო ისეთი, როგორიც სინამდვილეში ვარ, რადგან არასდროს გამომდიოდა დადგენილ წესებს და ნორმებს მორგება.
  • სინამდვილეში, ასაკი არაფერს განსაზღვრავს, რადგან 50 წლის ქალსაც შეუძლია ბრიყვულად მოქცევა და 5 წლის ბავშვსაც ჭკვიანური გადაწყვეტილების მიღება.
  • ნამდვილად არ მაქვს ამბიცია, ვიყო იმაზე მეტი, ვიდრე ყველა დანარჩენია.
  • მუსიკა ჩემთვის ისეთივე მეცნიერებაა, როგორც ფიზიკა, ან თუნდაც ალგებრა.
  • ადამიანების უმეტესობას ჰგონია, რომ მე ზედმეტად მეოცნებე, ძალიან უცნაური ვარ. ბევრი ელფების განსაკუთრებულ სახეობასაც კი მიმაკუთვნებს, მაგრა სინამდვილეში, მე მარტოხელა დედა ვარ, რომელსაც მთელი ცხოვრება გადარჩენისთვის უწევს ბრძოლა.

როგორ გახდა სიღარებეში გაზრდილი გოგონა ავანგარდული მუსიკის ლეგენდა – საინტერესო ფაქტები ბიორკის შესახებ