მსოფლიო ვარსკვლავების გამოხმაურებას რუსეთ-უკრაინის ომზე ამჯერად მსახიობი და მომღერალი, ჯგუფ Thirty Seconds to Mars წევრი, ჯარედ ლეტო უერთდება და უკრაინის დროშით ხელში გადაღებულ ფოტოს ავრცელებს.
„ჩემს მეგობრებსა უამრავ ოჯახს უკრაინაში: ჩემი გული გახლეჩილია იმის გამო, რომ სიტუაცია ასე დაიძაბა. გთხოვთ, იყავი ფრთხილად და უსაფრთხოდ, რამდენადაც ეს შესაძლებელია. ამ ქაოტურ და გამანადგურებელ დროს, ფიქრებით თქვენთან ვარ. იმედი მაქვს, მშვიდობა გაიმარჯვებს და გამოინახება არაძალადობრივი მეთოდები“, – ნათქვამია მის პოსტში.
პოპულარული ჯგუფები Imagine Dragons და Green Day მოსკოვში დაგეგმილ კონცერტებს აუქმებენ