LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იწყება: ოზურგეთში ზარას და მანგოს შეკერავენ

87

კომპანია „ოზურგეთი გარმენთსმა” ოზურგეთში ტექსტილის საწარმოს გასახსნელად სახელმწიფოსგან უძრავი ქონება მიიღო. კომპანიას კ.მეგრელიძის ქუჩაზე მდებარე 89 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები გადაეცა.

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კომპანიის დამფუძნებელი ფლობს საფეიქრო საწარმოო ქსელს BAYKANLAR, რომელიც თანამშრომლობს ისეთ ცნობილ ბრენდებთან როგორებიც არის:  ZARA, MANGO, MASSIMO DUTTI და ა. შ.

ახალი საწარმო წლიურად არანაკლებ 600 000 ერთეული ჯინსის ქსოვილის ტანსაცმლის წარმოებას შეძლებს. სამკერვალო ფაბრიკის ასაშენებლად 1,7 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება და დამატებით 350-მდე სამუშაო ადგილი შეიქმნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები