LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“იწყება მასობრივი თერმოსკრინინგი”- ვანში სპეციალური რეჟიმი ამოქმედდება

379
BeFunky-collage (3)

“მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ვანის მუნიციპალიტეტში შემოღებული იყოს იგივე ვითარება, რაც საქართველოს დანარჩენ 9 რეგიონში მოქმედებს”,- ამის შესახებ პრემიერის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა. მისი თქმით, ვანის შესასვლელში სპეციალური გამშვები პუნქტი მოეწყობა, ადგილობრივები კი მასობრივად შემოწმდებიან.

“არის რამდენიმე ახალი შემთხვევა, მათგან ერთი უკავშირდება ვანის მუნიციპალიტეტს, დადგენილია კონტაქტები და მიმდინარეობს მუშაობა…დაიწყება მასობრივი თერმოსკრინინგი, მოეწყობა მუნიციპალიტეტის შესასვლელში სპეციალური გამშვები პუნქტები, სადაც  მოქალაქეები შემოწმდებიან და მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე ასე მოხდება”, – აცხადებს ჩიქოვანი.

დავრჩეთ სახლში, დისტანციურად, ტელევიზიის საშუალებით ჩავერთოთ წირვა-ლოცვაში – ამირან გამყრელიძე

ამ დროისთვის სპეციალური საკონტროლო პუნქტები განთავსებულია ქვეყნის ძირითადი ქალაქების შესასვლელებთან: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ფოთი, რუსთავი, ზუგდიდი, გორი, თელავი და ახალციხე. გარდა ამისა, მკაცრი საკარანტინო ზომებია შემოღებული ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში.

შეგახსენებთ, დღეს კორონავირუსის შემთხვევები 208-მდე გაიზარდა. მათ შორის გამოჯანმრთლედა 48 პაციენტი. კარანტინის რეჟიმში 4 682 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ- 375.

„ჩვენ ვიქნებით კატეგორიულები და მომთხოვნები ბიზნესსექტორთან“ – მინისტრი ბიზნესს აფრთხილებს