ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ი ივნისში რამდენიმე ჩარტერულ ავიარეისს განახორციელებს. ამ დროისთვის დამტიცებული განრიგის მიხედვით, ფრენები ისრაელისა და ნიდერლანდების დედაქალაქის მიმართულებით შესრულდება.
როგორც „ავიანიუსი“ წერს, Georgian Airways-ი ივნისში თელ-ავივის მიმართულებით 4 ჩარტერულ რეისს, ხოლო ამსტერდამის მიმართულებით – 3 ჩარტერულ ფრენას განახორციელებს.
„უფრო კონკრეტულად კი, თბილისი-თელ ავივი-თბილისის საჰაერო ხაზზე Georgian Airways-ი ფრენებს 1-11-21-25 ივნისს შეასრულებს, ხოლო თბილისი-ამსტერდამი-თბილისის საჰაერო ხაზზე 8-15-27 ივნისს“, – წერს „ავიანიუსი“.
შეგახსენებთ, 2020 წლის 1-ელი ივლისიდან საქართველო რეგულარული ფრენებისთვის იხსნება და შესაბამისად, Georgian Airways ეტაპობრივად განაახლებს ფრენებს იმ მიმართულებებზე, რომლებზეც COVID-19-ის პანდემიამდე ოპერირებდა.