ივნისში საერთაშორისო ვიზიტორების ყველაზე მეტი ვიზიტი ოთხი ქვეყნიდან – რუსეთიდან, თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან შედგა.
სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში რუსეთიდან ამ პერიოდში 152 155 საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა, რაც წინა წლის ივნისთან შედარებით, 30.8 პროცენტით მეტია.
ამასთან, ივნისში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 45.8 პროცენტით გაიზარდა თურქეთიდან განხორციელებული ვიზიტები, აზერბაიჯანიდან – 8.8 პროცენტით და სომხეთიდან – 9.7 პროცენტით.