LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ივნისში ოკეანეთში: ბორჯღალოსნებს სამი მაგარი ტესტ-მატჩი აქვთ

14

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მეტოქეები ივნისის ტესტ-მატჩებზე ცნობილია.“ბორჯღალოსნები” სტუმრად სამოას, ფიჯის და ტონგას დაუპირისპირდებიან. პირველ შეხვედრაში ქართველი მორაგბეები სამოას ესტუმრებიან და მასპინძელ გუნდს 11 ივნისს შეერკინებიან.

“ბორჯღალოსნები” 18 ივნისს ტონგას შეხვდებიან, 25-ში კი ფიჯის. ტონგასთან და ფიჯისთან დაპირისპირება ფიჯიზე გაიმართება.

ამ ეტაპზე მატჩის დროები და სტადიონები დგინდება.

ქართული რაგბის ისტორიის განმავლობაში, “ბორჯღალოსნებს” სამივე მეტოქესთან უთამაშიათ. ბოლოს ტონგასთან 2015 წლის მსოფლიო თასზე ვითამაშეთ და დავამარცხეთ. სულ ტონგას საქართველოს ნაკრები ოთხჯერ შეხვდა, საიდანაც ორი ქართველებმა მოიგეს, ორიც ტონგელებმა. ურთიერთშეხვედრებში სამოასთანაც თანაბარი შედეგი გვაქვს – 1:1, ფიჯელებს კი ერთხელ დავუპირისპირდით და დავმარცხდით.
ამრიგად ზაფხულში ბევრი რაგბი გველის – ბორჯღალოსნები ოკეანეთში იბურთავებენ, რის გამოც მსოფლიო რაგბის თბილისის თასი აღარ გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები