საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. ვლადიმირ ვაისის გუნდი, 26 მაისიდან ავსტრიის დაბა ბედ ჰარინგში შეიკრიბება, სადაც საწვრთნელი პროცესის ძირითად ეტაპს გაივლის. ჩვენი გუნდი 1 ივნისს ავსტრიაში ამხანაგურ მატჩში მალტას შეხვდება. ავსტრიიდან ჩვენი გუნდი ლუქსემბურგში გადაინაცვლებს. 5 ივნისს, მეორე ამხანაგურ შეხვედრას საქართველოს ნაკრები ლუქსემბურგთან ჩაატარებს.
უეფას ერთა ლიგის პირველი გათამაშება მიმდინარე წლის 6 სექტემბერს იწყება. ერთა ლიგის გათამაშება ყაზახეთისა და საქართველოს ნაკრების მატჩით გაიხსნება.