2019 წლის ივლისში საქართველოში 1,099,474 საერთაშორისო მოგზაური ეწვია. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5.8 პროცენტია.
აღნიშნულთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემები დღეს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა წარადგინა.
მონაცემების თანახმად, ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 570 482 შეადგინა, რაც 5 505 -ით მეტია 2018 წლის ივლისის მაჩვენებელზე – ზრდა 1 პროცენტი.
ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორი საქართველოის აზერბაიჯანიდან (+13.1%), რუსეთიდან (-6.4%), თურქეთიდან (+9.6%) და სომხეთიდან (+3.2%) ეწვია.
პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან, საიდანაც საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების ზრდის კუთხით გამოირჩეოდნენ: გერმანია – 33.7 პროცენტიანი ზრდა, საფრანგეთი – 29.6 პროცენტიანი ზრდა, ლიტვა – 20 პროცენტით ზრდა, ლატვია – 17.4 პროცენტით ზრდა, პოლონეთი 15.7 პროცენტი ზრდა და სხვა.
საანგარიშო პერიოდში განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: ქუვეითი – 58.1 პროცენტით, ჩინეთი – 55.6 პროცენტით, უზბეკეთი – 50.9 პროცენტით, საუდის არაბეთი – 42.1 პროცენტით, კორეა – 38.9 პროცენტით, ყაზახეთი – 28,5 პროცენტი და სხვა.