საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის გოგიტა თოდრაძის განცხადებით, 2021 წლის ივლისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა გაიზარდა. თოდრაძის ინფორმაციით, 2021 წლის ივლისში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 230 ათას გადააჭარბა.
„ზრდის ტენდენცია შეინიშნებოდა სასტუმროებისა და რესტორნების სექტორში. რა თქმა უნდა, აქ გასათვალისწინებელია საბაზისო ეფექტიც. თუმცა, აღსანიშნავია, რომ შემოსავლები წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, გაზრდილია. გაზრდილია საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობაც. თუ გასულ წელს, ივლისში, 46 ათას არ აღემატებოდა, 2021 წლის ივლისში ამ მონაცემმა 230 ათას გადააჭარბა“,- განაცხადა საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა.