LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ივანკა ტრამპის მეზობლები მისი მოუწესრიგებლობით შეწუხდნენ

38

ამერიკის პრეზიდენტის ქალიშვილი ცოტა ხნის წინ ვაშინგტონის პრესტიჟულ რაიონში გადაბარგდა და უკვე სამეზობლოს გაღიზიანებაც მოასწრო. როგორც ადგილობრივებმა „Associated Press”-ს განუცხადეს, ივანკას დიდმა ოჯახმა ქუჩა მთლიანად ავტომობილებით გაავსო.  გარდა ამისა, ყველგან მათი ნაგვის შეკვრები ყრია, რადგან პერსონალს ნაგავი არასწორ დროს, მენაგვეების მოსვლამდე ბევრად ადრე გამოაქვს. მეზობლებს არ მოსწონთ ასევე დაცვის სამსახურის წარმომადგენლები, რომლებიც მუდმივად აქეთ-იქით დახეტიალობენ და ბავშვებსაც კი აშინებენ.

აღსანიშნავია, რომ რაიონის მოსახლეობა ცნობილ სახეებს შეჩვეულია და იქ ცოტა ხნის წინ შტატების ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამაც ცხოვრობდა. თუმცა, როგორც ჩანს, ივანკას მსგავსი დისკომფორტი აქამდე არავის შეუქმნია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები