LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ივანკა ტრამპი და მისი ქმარი ობამების მეზობლები იქნებიან (ფოტო)

78

აშშ-ს არჩეული პრეზიდენტის შვილი, ივანკა ტრამპი და მისი ქმარი ჯარედ კუშნერი საცხოვრებლად ნიუ-იორკიდან ვაშინგტონში გადადიან და ახალი სახლიც უკვე იპოვეს, ინფორმაციას ჟურნალი The Washingtonian ავრცელებს.

როგორც გამოცემას უძრავი ქონების სააგენტოს Washington Fine Properties მფლობელმა უილიამ მუდიმ განუცხადა, წყვილმა ყველა საჭირო საბუთს ხელი უკვე მოაწერა. ივანკა ტრამპი და ჯარედ კუშნერი სამ შვილთან ერთად ბარაკ ობამას მეზობლები იქნებიან მას შემდეგ, რაც ობამები თეთრ სახლს დატოვებენ.

აშშ-ს 44-ე პრეზიდენტმა არაერთხელ აღნიშნა, რომ ვაშინგტონში საცხოვრებლად დარჩენას კიდევ რამდენიმე წელი გეგმავს, რათა უმცროსმა შვილმა, საშამ სკოლის დამთავრება შეძლოს.

ივანკა ტრამპი და ჯარედ კუშნერი გადავლენ სამსართულიან სახლში, სადაც ექვსი საძინებელია. სახლის გასაყიდი ფასი 5.5 მლნ დოლარია. ცნობილი არ არის, წყვილმა სახლი იყიდა თუ იქირავა.

35 წლის კუშნერმა არჩევნებში სიმამრის გამარჯვებაში უდიდესი როლი ითამაშა. ვარაუდობენ, რომ ის ერთ-ერთი უახლოესი მრჩეველი იქნება რესპუბლიკელი პრეზიდენტის, თეთრ სახლში გადასვლის შემდეგ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები