LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ივანიშვილს გახარიასი და მისი გუნდის ეშინია – ჩვენ ვიცით მათი აზროვნების დიაპაზონი“ – კახაბერ ქემოკლიძე

132
ქემოკლიძე ბიძინაზე და გახარიაზე

„ბატონ ივანიშვილს ნამდვილად ეშინია პარტიის „საქართველოსთვის“, ბატონი გახარიასი და მთლიანად მისი გუნდის“, ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა, კახაბერ ქემოკლიძემ განაცხადა.

ბიძინა ივანიშვილი: ერთადერთი, რისი გათვლაც არ შემეძლო, იყო ქვეყნის და გუნდის ღალატი, რომელიც პოლიტიკიდან ჩემი დისტანცირებიდან ერთ თვეში გიორგი გახარიამ იკადრა

მისი მოსაზრებით, ამის მიზეზი ისაა, რომ „საქართველოსთვის“ გუნდი, რომელიც მეტწილად სწორედ „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრებისა და მხარდამჭერებისგან შედგება, მმართველ პარტიას კარგად იცნობს.

„ბატონ ივანიშვილს ნამდვილად ეშინია პარტიის „საქართველოსთვის“, ბატონი გახარიასი და მთლიანად მისი გუნდის. მარტივი მიზეზის გამო:

იმიტომ, რომ ჩვენ ვართ თანმიმდევრულები. ჩვენ ვიცით მათი აზროვნების დიაპაზონი, მათი სამოქმედო გეგმები, ე.წ. modus operandi [მოქმედების ხერხები]

მათი სუსტი და ძლიერი მხარეები და, რა თქმა უნდა, ამას ჩვენ გამოვიყენებთ მათ საწინააღმდეგოდ ამ არჩევნებზე“. – განაცხადა კახაბერ ქემოკლიძემ „TV პირველის“ ეთერში.

კობახიძე: „გიორგი გახარიას ვურჩევთ, დებატებზე დიდად ნუ გაიქაჩება და ეტიკტოკოს ბუჩუკურს და ლილუაშვილს“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები