ბიძინა ივანიშვილის მიერ საქველმოქმედო ფონდ „ქართუსთვის” ობიექტების გადაცემის პროცედურული ნაწილი დასრულდა. გადასაცემი ობიექტების ნუსხაში არსებული ბოლო 2 ობიექტი ფონდს 18 თებერვალს გადაეცა. ესენია: კომპლექსი დაბა ბაკურიანში (ქონების ფართი – 7 625 კვ.მ., მიწის ფართი – 88 801 კვ.მ.) და სასტუმრო სიღნაღში (წილი 70%). ინფორმაციას ტელეკომპანია POSTV ავრცელებს.
„ქართუსთვის“ გადაცემული დანარჩენი ობიექტების ჩამონათვალი ასეთია: შპს თბილისი სითი (ცეკავშირი), შპს სოლოლაკი რაიზი (პროექტი სოლოლაკი), შპს სოლოლაკი ჰილს, შპს თაბორი რიზორთსი (თაბორი, გოლფი), შპს ჯორჯიან ეკო ტრანსპორტი (საბაგიროები), შპს ბიზნეს დეველოპმენტი (მწვანე კონცხი), შპს ბიზნეს დეველოპმენტი (მწვანე კონცხი), შპს ბიზნეს დეველოპმენტი (ციხისძირი), შპს სისაიდი (ჩაქვი), შპს ბლექსი რიზორთსი (შეკვეთილის სასტუმრო პარაგრაფი), შპს ბლექ სი რივიერა (განმუხური/ანაკლია), შპს ცისარტყელა (წილის 51%, აბასთუმანი), შპს „ბიზნესცენტრი“, „ქართუ ჯგუფი“ ქ.თბილისი, 300 არაგველის ქუჩაზე, „ქართუ ჯგუფი“ ქ.თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზ. N39ა-ში, „ქართუ ჯგუფი“ ქ.თბილისი, კახეთის გზატკეცილის მიმდებარედ, „ქართუ ჯგუფი“ ქ.თბილისი, ცხვედაძის ქუჩის მიმდებარე ფერდობი, შპს „ბურჯი“ შპს, „ელიტა ბურჯი“ და ისანი ქართუს ტერიტორია, შპს „ელიტა ბურჯი“, სს „ლაგუნა ვერე“-ს ტერიტორია და შპს კოსტავას 69, შპს „სი ვიუ რესორთ“, სს „ბოლნისის ტუფი“, სს „დიდველი“-ს მიწის ნაკვეთები, სს „ბანკი ქართუ“ სს დაზღვევის კომპანია „ქართუ“.
აღსანიშნავია, რომ ფინანსური რესურსები საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ კონკრეტული პირობებით გადაეცა. ყველა ობიექტი, რომელიც ფონდის ბალანსზეა, მხოლოდ ქველმოქმედებაზე იქნება მიმართული და, გასხვისების შემთხვევაში, საქმიანობის პროფილი არ შეიცვლება.