LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ივანიშვილის პოლიტიკური ვენდეტები ტვირთად აწევს ქართულ პოლიტიკას – Freedom House

102

გარდამავალ ეტაპზე მყოფ სახელმწიფოებთან დაკავშირებით “Freedom House” მორიგ ანგარიშს აქვეყნებს.

ყოველწლიური კვლევის მიხედვით, დემოკრატიული პროგრესის რეიტინგში, სადაც შვიდ ქულიან სისტემაში უმაღლესი 1 ქულაა – საქართველოს 4, 68 მეასედი აქვს, რაც შარშანდელთან შედარებით დაბალია.

კვლევაში ნათქვამია, რომ “საქართველოში მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი 2013 წელს, ერთწლიანი მმართველობის შემდეგ პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგა, თუმცა მმართველს პარტიაზე კონტროლს ინარჩუნებს. ივანიშვილის პოლიტიკური ვენდეტები და თბილისის განვითარების გეგმა კვლავ ტვირთად აწევს ქართულ პოლიტიკას.”