პირველი ხე, ასწლოვანი ტიტა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში ციხისძირიდან გადაიტანეს გახმა, ინფორმაციას “გურიის მოამბე” ავრცელებს.
პორტალის ცნობით, ხის გახმობისა და მოჭრის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს დენდროლოგიურ პარკში დასაქმებული ერთ-ერთი პირი.
“ხეს ძალიან ბევრი უმკურნალეს, უწამლეს, სპეციალისტებიც ჩამოსულები იყვნენ, მაგრამ ვერაფერი მოუხერხეს. ხემ გადმორგვიდან ხმობა მალევე დაიწყო. არც შეიფოთლა, ერთადერთი ტოტი იყო დარჩენილი, რომელსაც სიცოცხლის ნიშანწყალი ჰქონდა, მაგრამ ტიტა გახმობას ვერ გადაარჩინეს და მოჭრეს. აქ ყოვედღე ტონობით წყალი შემოაქვთ, რომ ხეები მოირწყას. არ ვიცი რატომ, მაგრამ ყველა ხესთან დაცვაა გაძლიერებული. დაყენებულია რამდენიმე ვიდეოკამერა, პარკს ალბათ იმიტომ, რომ ინფორმაციის, ან ფოტო მასალის გატანა ვერ მოხერხდეს”, – გვეუბნება ერთ-ერთი მუშა.
ტიტა პირველი ხე იყო, რომელმაც ზღვაში რამდენიმე დღე იმოგზაურა.
ასწლოვანი ტიტა ციხისძირიდან გადმოიტანეს.