LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ივანიშვილის ასწლოვანი ხის გადასატანად ქობულეთში წრიულის დემონტაჟი გახდა საჭირო

141

ქობულეთში 200 აბონენტი წყლის გარეშე დარჩა. აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, წყლის სისტემის მაგისტრალი,  გელაურის  დასახლებიდან დენდროლოგიურ პარკში ევკალიპტის გადატანისას დაზიანდა.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, გუშინ, გვიან ღამით, ქობულეთის დასახლება გელაურიდან სადგურის გავლით, ევკალიპტის ასწლოვანი ხე გადაიტანეს. იმისთვის, რომ შესაძლებელი ყოფილიყო დიდი გაბარიტების მქონე ტვირთის გადატანა, ქობულეთის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ახალ გაკეთებული წრიულის დემონტაჟი გახდა საჭირო.

ხის ტრანსპორტირება დასრულებულია და იგი სანაპიროზეა ჩატანილი, საიდანაც ბარჟით გურიაში გადაიტანენ.

აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ქობულეთის გამგებლის მოადგილე, მალხაზ რომანაძე აცხადებს, რომ წრიულის აღდგენის ხარჯებს შპს “ანაგი” დაფარავს.

დილიდან წრიულის ერთი ნაწილის აღდგენაზე მიმდინარეობს მუშაობა.

ხეების მიგრაცია ბოლო დროინდელ საქართველოში ლამის ყოველდღიური ცხოვრების ნორმად იქცა. გთავაზობთ სხვადასხვა დროს “შიდა მიგრაციას” დაქვემდებარებული ხეების ფოტოებს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები