„კანონი და სამართალი“ – ასე ჰქვია თაკო ჩარკვიანის პარტიას, რომლის დამფუძნებელი ყრილობა ამ წუთებში მიმდინარეობს. ყრილობის მონაწილეებს სიტყვით უკვე მიმართა პარტიის ლიდერმა. თაკო ჩარკვიანი აცხადებს, რომ პარტია იმუშავებს ანტიკორუფციულ კანონზე და ეს მისი მთავარი მიზანია. მისივე განცხადებით ქვეყანა იმართება რუსული კორუფციული მეთოდით და ეს უნდა დასრულდეს.
„საქართველოს წინააღმდეგ აბსოლუტურად მიზანმიმართული საბოტაჟური გეგმა მოქმედებს ესა რის რუსული კორუფციული მართვის სტილი. 2012 წელს შემგვეპარა რუსული კორუფციული მართვის სტილის ვასალი, რომელიც ახლა მიზის შუშის სასახლეში და ჩემი სამშობლო უნდა რომ მოთაგოს, დაიბევოს, იყიდოს და ჩვენ ვუყურებთ ახალგაზრდები როგორ გვრჩებიან უქონელები, უმუშევრები,“-განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.
თაკო ჩარკვიანმა სიტყვით გამოსვლისას მწვავედ გააკრიტიკა ხელისუფლება. მისი თქმით, ქვეყანაში, სადაც მოსახლეობა შიმშილობს, ხელისუფების მაღალჩინოსნები ფუფუნებაში ცხოვრობენ.
„ესენი ბედავენ 150 ათასი ბავშვი შიმშილობდეს და ჯიპებით გრიალებდეს ხელისუფლება. ჭკუა და გონება ადამიანს იმიტომ აქვს, რომ ღირსეულად წავიდეს. ბატონი ივანიშვილი უნდა წავიდეს. უნდა მოვიდეს კოალიციური მთავრობა. ჩვენ უკვე დავიწყეთ კოსულტაციები გაერთიანებულ ოპოზიციასთან,“-განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.
მისივე თქმით, მის პარტიას ყველასთან ექნება ურთიერთობა, მათ შორის გაერთიანებულ ოპოზიციასთანაც.
„ჩვენ ერთად არჩევნების მეორე ტური დავდეთ, რაზეა საუბარი. სად არის ის ფუფუნება? მართლა არის ქვეყანაში ის ფუფუნება, რომ პოლიტიკიდან, მართლა ის ფუფუნება აქვს ხელისუფლებას, რომ დღევანდელი ხელისუფლებიდან გავწიოთ გრიგოლ ვაშაძე და გიორგი ვაშაძე? ასეთი ნათელი ორი პოლიტიკოსი გვყავდეს და გაწიო? ეს ხომ სისულელეა. რა თქმა უნდა, ერთად ამისტები, იმისტები საქართველოისტები – ვიხუმრე. დამოუკიდებელი პარტიაა სრულიად. თქვენ შეგიძლიათ, ფინანსებიდან დაწყებული ყველაფერი ღია იქნება. ჩვენ ისე გავაკეთეთ, რომ ფანჯრებიც კი რაღაცნაირად გამჭვირვალეა იქ, პირველ სართულზე, მაგრამ რა თქმა უნდა, ვიუთიერთებთ, აბა რა! ჩემი პირობა იყო იქ ერთი, თხოვნა და გაითვალისწინეს ეს პირადად ჩემს გუნდში. მე ვთქვი, რომ ძალიან რუსული ვექტორის პარტიებს, ვფიქრობ, იმდენად განსხვავებული პლატფორმა გვაქვს, არ იქნება ეს ყრილობა მათთვის საინტერესო და ამიტომ არ მგონია, რომ ისინი უნდა დავპატიჟოთ-მეთქი. დანარჩენი, უკლებლივ ყველა მოვა დღეს პარტიის დაფუძნების ყრილობაზე“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.
უკვე ცნობილია იმ პირთა ნაწილის ვინაობა, რომლებიც პარტიაში გაწევრიანდებიან. ესენი არიან: ირაკლი ღლონტი, მიშა რამიშვილი, ქეთი ენუქიძე, გიორგი ცობეხია, თამარ პატარაია, მარი საველიძე.