LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ივანიშვილი სუბელიანზე: ციხეშია და კაცი გაბრაზებული, გამწარებულია”

82

“ციხეშია და კაცი გაბრაზებულია, გამწარებულია”-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა მირზა სუბელიანის საკითხზე სამი ტელეკომპანიის ჟურნალისტებთან საუბრის დროს.

„ჩანაწერები რომელიც გამოქვეყნდა არ მოვისმინე, წავიკითხე ყველა და კარგად ვიცი, რაზეც იყო საუბარი. პირველი კითხვა და მთავარი რაცაა. ის ციხეშია და კაცი გაბრაზებულია, გამწარებულია. მეორე კითხვა რაც ჩნდება, საიდან გაჩნდა ეს ჩანაწერები, ვინ ჩაწერა და ვის ინტერესებში იყო. ამაზე გამოძიება მიმდინარეობს და ჩემთვისაც დიდ ინტერესს წარმოადგენს.

რაც შეეხება კონკრეტულ შინაარს, ბოლოს თუ მიაქციეთ ყურადღება, ეს აკცი იმაზეც საუბრობს, რომ 50-კაციანი არმია ჰყავს და დასჯის, თუ რამე მომხდარა ნაციონალური მოძრაობის წევრების გამოძიებასთან დაკავშირებით, ეს კაცი ყველგან დომინირებდა, რაც ძალიან ეჭვს იწვევს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ივანიშვილი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ სუბელიანი ჩანაწერებში საუბრობს ჯადოსა და გარდაცვლილთა სულების შესახებ.“ქართული ოცნების” თავმჯდომარის აზრით, პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი და ამჟამად ბრალდებული მირზა სუბელიანი “გაჭირვებულ” მდგომარეობაშია.

“სუბელიანმა ისეთი ტერმინოლოგიები იხმარა, თუ მიაქციეთ ყურადღება? ის უკვე გარდაცვლილების ძალებზე საუბრობს, ჯადოზე საუბრობს… მე პირადად ძალიან გამიჭირდება ანალიზი გავაკეთო. მე მგონია, რომ ეს პიროვნება დღეს გაჭირვებულია“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა სამი ტელეკომპანიის ჟურნალისტებთან საუბრის დროს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები